გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

ბაკურიანში გასული ორი წლის განმავლობაში მოეწყო ისტორიული სათხილამურო ინფრასტრუქტურა – აშენდა ორი ხელოვნური რეზერვუარი, 3 ახალი საბაგირო, 11 სათხილამურო ტრასა და 34 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები