„Cairns Cup“-ში ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილი მონაწილეობენ

ამერიკის  სენტ-ლუისში სტარტი აიღო მსოფლიო ქალთა ჭადრაკში უძლიერესმა წრიულმა ტურნირმა „Cairns Cup“ ორი ქართველი დიდოსტატის: ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.

ასპარეზობის მეორე ტურში ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ეფექტურად დაამარცხა ყაზახეთის წარმომადგენელი, ბიბისარა ასუბაევა.

2 ტურის შემდეგ 2 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, შვეიცარიის სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კოსტენიუკი.

ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ და II – IV ადგილებს ინაწილებენ:

2.ნანა ძაგნიძე

3.ირინა კრაში (აშშ)

4.ანა ზატონსკიხი (აშშ).

მესამე ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავის ფერის ფიგურებით ითამაშებენ, ძაგნიძე ირინა კრაშთან , ხოლო ხოტენაშვილი ჟანსაი აბდუმალიკთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები