მარიამ ხარაშვილი სწავლას Columbia Business School-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული მარიამ ხარაშვილი აგვისტოდან სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Columbia Business School-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA), სწავლის ნაწილობრივი დაფინანსებით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარიამმა დადებითი პასუხი მიიღო ასევე MIT Sloan School of Management-სგანაც. თუმცა საბოლოოდ Columbia Business School-ში სწავლა არჩია. მარიამს სურს, რომ რამდენიმე წელი აშშ-ში ისწავლოს, იმუშაოს და ახალი გამოცდილება მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები