ალექსანდრე კობეშავიძემ www.influencegallery.com-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

ალექსანდრე კობეშავიძემ ნამუშევრით “Chain of patience” საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაცია www.influencegallery.com-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„მინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი. ჩემმა ნამუშევარმა “Chain of patience” საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაცია www.influencegallery.com-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა“, – წერს ალექსანდრე სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე კობეშავიძე ფანქრის გულისგან ულამაზეს მინიატიურულ სკულპტურებს ქმნის.  ქართლის დედა, პიზისა და ეიფელის კოშკები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ბიგ-ბენი… ეს იმ მისი ნამუშევრების მცირე ჩამონათვალია,  რომელიც ფანქრის გულით შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები