სანდრო ბაზაძე – საფრანგეთის ჩემპიონია

ქალაქ შალონ ან შამპანში გამართული გუნდური ჩემპიონატი ხმალში კაცთა შორის, ფარიკაობის კლუბ “ორლეანის” გამარჯვებით დასრულდა.

კრისტიან ბაუერის გუნდში, მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავის, ქართველი სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგები ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ.

მეორე ადგილზე ,,კლამარი” გავიდა.

 ტურნირში 12 ფრანგული გუნდი ასპარეზობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები