ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს, ზურაბ საკანდელიძეს, FIBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანენ

FIBA-ს გადაწყვეტილებით ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ ზურაბ საკანდელიძეს მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწევებისთვის “დიდების დარბაზში” შეიყვანენ.

ზურაბ საკანდელიძე თამაშობდა თბილისის „დინამოში“ და სსრკ-ს ნაკრებში. იყო XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

 ზურაბ საკანდელიძე XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კალათბურთელია.

ლეგენდარული სპორტსმენი 2004 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები