… და ტფილისი გახდა თბილისი

“დაჩიმ განასრულა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შეჰქმნა სახლად სამეუფოდ” — ჯუანშერი (V-VI საუკუნის მემატიანე). ქართულ ისტორიულ წყაროებში ტფილისის სახელწოდება პირველად სწორედ აქ გვხვდება. (დაჩი I  მან ბევრი რამ მოასწრო და ღირსეულად იტვირთა მამის საქმენი, თუმცა გმირი მამის ვახტანგ გორგასლის ჩრდილქვეშ დარჩა).

 * * * * *

ტ ფ ი ლ ი ს ი

დიახ, ეს ერქვა ჩვენ ქალაქს დღიდან დაარსებისა 1500 წელზე მეტი და 1936 წლის 17 აგვისტოს სსრკ ცენტრალური კომიტეტის წარდგენით დამტკიცებულ იქნება დასახელების ახალი ფორმა — თ ბ ი ლ ი ს ი. (1936 წლის 22 აგვისტოს დადგენილება გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნდება, რომელსაც ხელს აწერდა სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინი.

და ახალმა ფორმამ – თანით, თბილისმა საბოლოოდ 1937 წლიდან მოიკიდა ფეხი.”

* * * * * 

“იყო კამათი — ზოგი მოითხოვდა დარჩენილიყო ტფილისი, ზოგი კი თბილისს უჭერდა მხარს. მეც მომიხდა შევხებოდი ამ საკითხს, მოვითხოვდი, რომ, რაკი ამჟამად ითქმის და იწერება თბილი და არა ტფილი, ამიტომ ქალაქის სახელიც თბილისი უნდა იყოს და არა ტფილისი-მეთქი.” — აკაკი შანიძე.

( — ეს დიდი რეპრესიების წლებია).

 

წყარო: დუქანი “ძველი როიალი” –  ტფილისი რომელიც აღარ არსებობს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები