ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პრაღაში ევროპის თასზე 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ კოტე კაპანაძე (-73კგ), გიორგი ბადუაშვილი (-100კგ) და შალვა გურეშიძე (+100კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ხვიჩა გაფრინდაშვილი (-66კგ), ლუკა ბაბუციძე (-81კგ), თამაზ კობერიძე (-90კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თომა გელაშვილმა (-60კგ), ლუკა თურაზაშვილმა (-81კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (-100კგ), მიხეილ ჯაფარიძემ (-100კგ) და გიორგი ტაბატაძემ (+100კგ).

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე მედლების მოპოვება ყველა წონით კატეგორიაში მოახერხეს. მძიმე წონაში კი ქართული ფინალი შედგა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, რადგან სხვა 4 წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მხოლოდ იაპონელებმა მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები