ანანო ჯინჭარაძე ბულგარეთის ქალაქ შუმენში გამართული EFC European Circuit U14 გამარჯვებულია

ქართველი რაპირით მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძე ბულგარეთის ქალაქ შუმენში გამართული საერთაშორისო ტურნირის – EFC European Circuit U14-ის ჩემპიონია.

ბათუმელმა რაპირით მოფარიკავემ, ჯგუფური ეტაპზე ოთხივე, პლეი-ოფში კი სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ფინალში კი ანანომ რუმინელი მარია ლეონტე 15-9 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ანანო ჯინჭარაძემ, გასული წლის ნოემბერში ამავე ციკლის შეჯიბრება, “ბასას თასი” თბილისშიც მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები