გენო პეტრიაშვილი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე გუშინ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი ტურნირის ფინალში უზბეკ სარდორბეკ  ხოლმატოვს დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ამრიგად,  გენო პეტრიაშვილი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები