ეროვნული არქივის ვებგვერდზე 1910-20-იან წლებში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები გახდა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ახალი კოლექცია – 1910-20-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები – გახდა ხელმისაწვდომი.

პერიოდულ გამოცემებს, რომელიც საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ. მათ შორის იყვნენ: შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟს შეხვდებით.

ეროვნული არქივის მიერ შექმნილ ონლაინკოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები პერიოდული გამოცემებიდან: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“ „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“.

კოლექციაში პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი შარჟი გაერთიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები