ირაკლი მაჩაიძე სწავლას ავსტრიის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს

ურთიერთობების სკოლის სტუდენტი, ირაკლი მაჩაიძე სწავლას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University – CEU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლიმ უნივერსიტეტისგან 2-წლიან პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია მიიღო. მისი სწავლისა და კვლევის მიმართულება საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტები იქნება.

ირაკლი სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) მის მიერ შერჩეული პროგრამა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ავსტრიაში ყველაზე რეიტინგულია, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ირაკლი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევროატლანტიკური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები