ლიზა ნამჩევაძე გერმანიის ფედერაციული ახალგაზრდული მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა

შტუტგარტელი 14 წლის ლიზა ნამჩევაძე გერმანიის ფედერაციული ახალგაზრდული მუსიკალური კონკურსის – Jugend musiziert – პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“შედეგების გამოცხადებამდე კი მას ბერლინში უმასპინძლა საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ, რომელმაც ახალგაზრდა პიანისტის შესრულებას მოუსმინა, წარმატებები უსურვა მას და სამახსოვროდ, ქართული პროფესიული კომპოზიციების რამდენიმე კრებული გადასცა”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები