საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. IMEX Frankfurt 2023-ს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად ბიუროს წევრი 10 კომპანია დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ  პოტენციური პარტნიორებისთვის პრეზენტაციები მოაწყო. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით  შეხვედრები  გაიმართა 42 საერთაშორისო კომპანიისა  და ასოციაციის წარმომადგენელთან. IMEX Frankfurt 2023-ის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში  უცხოური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს შესახებ  ინფორმაციას და საპრომოციო მასალებს გაეცნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები