გიორგი ვაშაკიძე სწავლას ie University-ში განაგრძობს

კომაროვის სკოლა პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ვაშაკიძე სწავლას ie University-ში გააგრძელებს.

Ie University ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტია ესპანეთში.

გიორგი სწავლას 75%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს.

გიორგი ვაშაკიძე სკოლაშიც აქტიური მოსწავლე იყო: – მან რობოტიკის ოლიმპიადა First Global-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რობოტექნიკის შიდა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ასევე, იგი არის ProgrammerAnimals-ის დამფუძნებელი და Tbilisi Marathon-ის მერვე ადგილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები