ანა კორძაია-სამადაშვილი “EUROPA DER MUTTERSPRACHEN“- ში მიიღებს მონაწილეობას

1-2 ივნისს, ანა კორძაია-სამადაშვილი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, ლიტერატურულ ფესტივალში “EUROPA DER MUTTERSPRACHEN“ მიიღებს მონაწილეობას.

დისკუსია „თბილისი – დედაენების ევროპა II” ანა კორძაია-სამადაშვილის მონაწილეობით, ზალცბურგის ლიტერატურის სახლში 2 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას მოდერატორობას გაუწევს მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერი, ნინო ნადიბაიძე.

ფესტივალში მონაწილეობას ასევე მიიღებენ მწერლები უკრაინიდან და თურქეთიდან.

ღონისძიება გაიმართება მწერალთა სახლის, ევროპის ლიტერატურის სახლების გაერთიანებისა და ზალცბურგის ლიტერატურის სახლის ორგანიზატორობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები