ცოტნე ბეჟაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო ლევან გილიგაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე  მსოფლიოს ჩემპიონატზე წოლჭიმში საქართველოს ნაკრების წევრმა ცოტნე ბეჟაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, 66 კგ კატეგორიაში მოასპარეზე სიღნაღელმა ათლეტმა 180 კგ დაძლია და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა იაპონელი კავაშიმა.

ლევან გილიგაშვილმა, გამოცდილმა ვეტერანმა ძალოსანმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ამჯერად ღია ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც  2016 წლის შედეგი გაიმეორა, გილიგაშვილი პირველი ქართველია ვინც IPF-ის ეგიდით მსოფლიო პირველობაზე ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში შეძლო მედლის მოპოვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები