1 ოქრო და კიდევ 5 ოქროს შანსი

რუმინეთში  დაწყებულ დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე  იორგას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 20-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი რატი ხოზრევანიძე (63 კგ) გახდა. ამ წონაში ჩემპიონატი წრიული ფორმატით ჩატარდა.

დღეს, ფინალში კიდევ 5 ქართველი იჭიდავებს:

55 კგ თამაზ ღლონტი

60 კგ ანრი ხოზრევანიძე

67 კგ ნიკა ბროლაძე

72 კგ ანრი ფუტკარაძე

77 კგ თორნიკე მიქელაძე

ასევე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გიორგი უერთაშვილი (72 კგ)

ასევე, დღეს გაიმართება წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები დარჩენილ 4 წონაში და საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაერთვებიან

82 კგ იაგო გობაძე და დათა ჩხაიძე

87 კგ აჩიკო ბოლქვაძე

97 კგ გორ აივაზიანი

130 კგ რატი ტალიკიშვილი და ლუკა გაბისონია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები