ლისაბონში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

1-26 ივნისს, ქ. ლისაბონში, პორტუგალიის კინოს მუზეუმში – “Cinemateca Portuguesa” (მისამართი: Rua Barata Salgueiro 39) დიდი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.

ღონისძიება მიეძღვნება ელდარ შენგელაიას 90 წლისთავს და მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები: “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “თეთრი ქარავანი”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “მიქელა”, “სავარძელი”, “მრავალჟამიერ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები