ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა გამორჩეულად იასპარეზეს.

ქართველმა მოზარდებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები მარიამ რეხვიაშვილი, ანასტასია ჭიჭინაძე, კესარია მგელაძე და ანასტასია კირთაძე გახდნენ,

ვერცხლის მედლებს მარიამ ცეცხლაძე და სოფია ლიმარი დაეუფლნენ, ბრიჯაოს მედლები კი ემილი გოგოლაძემ და ლუკა კილაძემ მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები