საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ბიელსკო-ბიალაში, ევროპის თასზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20-21 მაისს, პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში, კადეტთა ევროპის თასი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 20 სპორტსმენით იასპარეზა.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის თასზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ზაალიშვილი (+90კგ) გახდა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მათე გველესიანი (-66კგ) და ცოტნე ბახტაძე (+73კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი გივიშვილმა (-66კგ), თორნიკე ვახტანგაძემ (-73კგ), გიორგი ბენდელიანმა (-81კგ) და რომან პაპიაშვილმა (-81კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები