„ბელდოკ 2023“-ის ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული 2 ქართული პროექტი გახდა

ბელგრადში, „ბელდოკ 2023“-ის ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული 2 ქართული პროექტი გახდა: ანა ბარჯაძის პროექტი – “მწარე შაქარი” (სალონიკის დოკუმენტური კინოს ფესტივალის ჯილდო) და ანა კვიჭიძის პროექტი – “გულო, ნუ გეშინია” (ჩეხეთის დოკუმენტური კინოს ინსტიტუტის პრიზი).

პროექტი „მწარე შაქარი“ იქმნება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ „ბელდოკ 2023“-ში კიდევ ორი ქართული პროექტი მონაწილეობდა: მარიამ ხაჭვანის “ქვა” და ქეთი მაჭავარიანის “აქ, ამ ზღვასა და იმ მთებს შორის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები