ბერლინში ახალი ქართული საკვირაო სკოლა „ანი ბანი“ გაიხსნა

2023 წლის 13 მაისს ბერლინში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საზეიმოდ გაიხსნა ახალი ქართული საკვირაო სკოლა „ანი ბანი“, რომელიც თვეში ორჯერ, სწორედ საქართველოს საელჩოში მოუყრის თავს ქართული ენისა და კულტურის შესწავლით დაინტერესებულ ჩვენს პატარა დიასპორელებს.

დამსწრე საზოგადოებას ურპეცედენტო წამოწყება მიულოცა საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ, რომელმაც გამოსვლაში აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოსწავლეებს გადაეცემათ სპეციალური სახელმძღვანელო ლიტერატურა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავდა სწორედ უცხოეთს მყოფი მოქალაქეებისათვის.

სკოლის დამფუძნებლებმა ნათია ნინიძემ და ხატია ფოფხაძემ კი ისაუბრეს დაგეგმილი პროგრამისა და კონკრეტული საორგანიზაციო დეტალების შესახებ.

პირველი გაკვეთილი მიმდინარე წლის 20 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები