ისტორიული ფინალური შეხვედრა – ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონია, ლაშა ბექაური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული ფინალი შედგა – 90 კილოგრამი წონის კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი – ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ლუკა მაისურაძის  გამარჯვებით დასრულდა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ვერცხლის მედალს კი ლაშა ბექაური დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები