აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა ნიჩბოსნებმა 13 მედალი და სპეციალურად ამ ტურნირისთვის განკუთვნილი თასი მოიპოვეს

RemasterDirector_18da6b0cf

დამთავრდა საერთაშორისო ტურნირი აზერბაიჯანში, სადაც 18 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.  აღნიშნულ რეგატაზე ჩვენმა უმაგრესმა ნიჩბოსნებმა შეძლეს და მოიპოვეს სპეციალურად ამ ტურნირისთვის განკუთვნილი  თასი.

შეჯიბრების პირველი დღეს ნიკოლოზ ოდიშელოძემ და მანანა პეტრიაშვილმა პირველობა არავის დაუთმეს და აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

შეჯიბრების მეორე დღეს კიდევ 4 მედლის მოპოვება შეძლეს ჩვენმა სპორტსმენებმა. ნიკოლოზ ოდიშელოძემ, ლუკა ურთაშვილმა და მანანა პეტრიაშვილმა ოქროს, ხოლო გიორგი ეკალაძემ ბრინაოს მედალი მიუმატეს

შეჯიბრის ბოლო დღეს ჩვენ ყულაბას კიდევ  7 მედალი დაემატა

გიორგი ეკალაძე, კანოე 200მ 🥇

სანდრო თეზელაშვილი ტრისტან ტიღინაშვილი, 2 ადგილიანი კაიაკი 200მ 🥈

ლუკა ურთაშვილი დავით ლაშქარეიშვილი, 2 ადგილიანი(2X) აკდ.ნიჩბოსნობა 2000მ🥇

ნიკოლოზ იორდანიშვილი აკდ. ნიჩბოსნობა 1000მ 🥇

გიორგი კაპანაძე აკდ.ნიჩბოსნობა 1000მ🥈

ნიკოლოზ იორდანიშვილი გიორგი კაპანაძე 2x 1000მ 🥇

ნიკოლოზ ოდიშელოძე, კაიაკი 1000მ 🥉

საერთო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა 13 – 9 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები