კინოფესტივალზე “Visions du Réel” ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმს საუკეთესო საშუალომეტრაჟიანი ფილმის ჯილდო გადაეცა

ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის – „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ მსოფლიო პრემიერა წარმატებით გაიმართა კინოფესტივალზე “Visions du Réel”. მას გადაეცა საუკეთესო საშუალომეტრაჟიანი ფილმის ჯილდო.

“Visions du Réel” დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში 1969 წლიდან იმართება.

ფილმის შთაგონების წყარო რეჟისორის ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია გახდა და უნიკალურ საარქივო მასალას მოიცავს.

„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები