ქართველმა მოჭიდავეებმა ტალინში 7 მედალი მოიპოვეს

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტალინში, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის – კრისტიან პალუსალუს მემორიალზე 7 მედალი მოიპოვეს.

დავით კოღუაშვილმა (86 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ), სანდრო სარდანაშვილმა (70 კგ), ლუკა მარიამიძემ (74 კგ), გიორგი ნაჭყებიამ (79 კგ) და ლევან ბაზაძემ (92 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები