სანდრო ნებიერიძე მიუნხენში კონცერტს გამართავს

12 მაისს, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში, სანდრო ნებიერიძე მაესტრო ჯ. მონტესანოსთან და სტუდენტურ ორკესტრთან ერთად იგორ სტრავინსკის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.

„ძვირფასო მეგობრებო! დიდი სიხარულით გაცნობებთ რომ 12 მაისს, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში, მაესტრო ჯ. მონტესანოსთან და სტუდენტურ ორკესტრთან ერთად დიდი ხნის ოცნებას ავიხდენ: შევასრულებ ჩემი ძვირფასი და სათაყვანებელი კომპოზიტორის – იგორ სტრავინსკის საფორტეპიანო კონცერტს!!

ძალიან მწყდება გული, რომ თქვენ, ჩემი ერთგული აუდიენციის უმრავლესობა ვერ დაესწრებით – თუმცა, საბედნიეროდ, კონცერტი მთლიანად ჩაიწერება და ასე მაინც შევძლებ გაგიზიაროთ ეს გენიალური (და საკმაოდ იშვიათად შესრულებადი) ნაწარმოები“, – წერს სანდრო ნებიერიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები