პორტუგალიაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ერთობლივი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა გაიმართა

პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ერთობლივი ნამუშევრის “ცისკარი” (ნოდარ დუმბაძე) მსოფლიო პრემიერა განხორციელდა, რომელიც ასევე პირველ საერთაშორისო წარმოდგენაზე სახელწოდებით (MIT MOSTRA INTERNATIONAL DE TEATRO /CAMINHOS SEM FRONTEIRAS)იქნება  ნაჩვენები.

შეგახსენებთ, რომ “ცისკარი“ – რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასო ჩიგოგიძე გახლავთ. სპექტაკლი თოჯინურ ცოცხალი პლანის სინთეზს წარმოადგენს და ჩანაწერებზე დაყრდნობით, გამორჩეული ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიყვება.

“ETA – ევრაზიის თეატრალური ასოციაციის ფარგლებში განვითარებული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქ. ბრაგის თეატრალური კომპანია ორი სხვადასხვა კოპროდუქციის ერთობლივი წარმოებით 2023 და 2024 წლებში გეგმავს და როგორც ურთიერთანამშრომლობის პროტოკოლით არის განსაზღვრული, “ცისკარი“ მთელი წლის მანძილზე პორტუგალიაში სხვადასხვა ქალაქებში იქნება ნაჩვენები, მათ შორის 2 მაისს, პორტუგალიის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც 2022 წელს მონაწილეობა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმაც მიიღო”, – ნათქვამია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები