თბილისის სამხატვრო აკადემიისა და იუნესკოს პროექტის დასკვნითი გამოფენა გაიხსნა

5 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა სამხატვრო აკადემიისა და იუნესკოს (UNESCO) პროექტის – „ტექსტილის სახელოსნოები რეგიონებში შემოქმედებითი  ინდუსტრიის  განვითარებისათვის“ – დასკვნითი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო პანკისისა და გორის სახელოსნოებში შექმნილი ნამუშევრები.

პროექტი განხორციელდა „იუნესკოს 2022-2023 წლების მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოში იუნესკოს საქმეთა (UNESCO) ეროვნული კომისიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით სამხატვრო აკადემიის ლურჯი სუფრის ლაბორატორიის ბაზაზე.

პროექტი გაგრძელება/განვითარებაა სამხატვრო აკადემიის მიერ უკვე დასრულებული მასშტაბური პროექტისა „ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა  შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისათვის“, რომელიც „იუნესკოს (UNESCO) 2020-2021 წლების მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი მიზნად ისახავდა: რეგიონულ სახელოსნოებში ტექსტილის დიზაინის შექმნის მხატვრული და ტექნოლოგიური სამუშაო პროცესის აქტიურად  წარმართვას; პროექტის მონაწილეთა პროფესიული უნარების განვითარებისთვის პროცესში სამხატვრო აკადემიის ტექსტილის სპეციალისტთა და სტუდენტთა ჩართვას;  ლურჯი სუფრის ელემენტებისა და  ქართული და  მულტიკულტურული ქსოვილის ტრადიციებისა და  მხატვრული ფორმების  გამოყენებით ახალი ქსოვილის ნიმუშების მომზადებასა და შემდგომ მოდის დიზაინის/სამოსის, აქსესუარებისა და სუვენირების შექმნას; სახელოსნოებში შექმნილი ნამუშევრების გაყიდვის ვებგვერდის მომზადებას და სხვ.

ამავე დროს, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ტრადიციული რეწვის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი დარგის, პოპულარიზაციას; რეგიონებში მცხოვრები ქალბატონების, მათ შორის – ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების დასაქმებას; შემოქმედებით სახელოსნოებში შემოსავლის ზრდას და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები