ფუჯაირაში გამართულ კარატეს ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველოდან საერთაშორისო ლიცენზიის მქონე მსაჯი Tati Melua თათი მელუა იმყოფებოდა

ფუჯაირაში გამართულ კარატეს ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველოდან საერთაშორისო ლიცენზიის მქონე მსაჯი Tati Melua თათი მელუა იმყოფებოდა. ის ტატამის მენეჯერის ასისტენტი და საფინალო ბლოკის რეფერიც გახლდათ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შეჯიბრებაზე პირველად დაიტესტა ელექტრონული მართვის ღილაკებით ქულის გადანაწილების სისტემა, სადაც ჩვენმა წარმომადგენელმა დიდი პრაქტიკა და ცოდნა შეიძინა.

„1000-მდე სპორტსმენი, უდიდესი გამოცდილება, ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა ამ შეჯიბრებამ. ვიმუშავე ტატამის მენეჯერის ასისტენტად და დავტესტეთ ახალი წესები. ( ჯოისტიკით)

როდესაც ვიწყებდი მსაჯობას, საერთოდ არ მყავდა ბევრი მეგობარი მათგან. ახლა შემიძლია ვიამაყო ჩემი უცხოელი მეგობრებით და კოლეგებით, რომლებთან ერთადაც ძალიან დიდ შეჯიბრებებს ვაკეთებთ. მიხარია, რომ ეს ხალხი არსებობს ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა თათი მელუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები