მესტია „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“  ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. მესტია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის შეირჩა.

მათი ცნობით, „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტურად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა. „Best Tourism Villages by UNWTO“-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნია ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ.

პროექტის ფარგლებში, „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულს, ასევე  შესაძლებლობა ეძლევა გახდეს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი, რაც მის წევრებს შორის საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები