საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 18 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა თანამემამულეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამების, კერძოდ  “უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ და „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” პროგრამების 2023 წლის შესარჩევი კონკურსის შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეგვიპტეში არაბული ენის სასწავლებლად მყოფი ქართველი სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები