რომის სან ლორენცო ინ ლუჩინას ბაზილიკაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

14 დეკემბერს,  17.00 საათზე,  რომის სან ლორენცო ინ ლუჩინას ბაზილიკაში (Basilica di San Lorenzo in Lucina), იტალიაში მოღვაწე მუსიკოსის, ცნობილი ორგანისტის და მგალობლის ლაურა გოგიაშვილის და რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრის, არქიმანდრიტ მამა იოანე ხელაიას ინიციატივით საშობაო, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კონცერტი წმინდა საყდარსა და იტალიის რესპუბლიკასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

დასწრება თავისუფალია. მისამართი: Piazza di S. Lorenzo in Lucina, 6, რომი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები