გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით სვანეთში ფესტივალი “გემო ფესტი“ გაიმართება

2023 წლის 13-14 იანვარს მესტიაში „გემო ფესტი” ჩატარდება. ფესტივალის  სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ სვანური კერძები.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური  სივრცეები.

“გემო ფესტის“ გამართვამდე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გამოცდილი შეფმზარეულები ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა კერძებს დააგემოვნებენ და რეკომენდაციებს გაუწევენ.

ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და  მესტიის მუნიციპალიტეტის   მხარდაჭერით გაიმართება.

პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტროტურიზმის განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები