7 ქართული კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე – Food Ingredients Europe

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 2022 წლის 6-8 დეკემბერს, 7 ქართული კომპანია მონაწილეობს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში – Food Ingredients Europe.

გამოფენა ტრადიციულად პარიზში გაიმართა, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 27 000 პროფესიონალი შემსყიდველი და 1 700-მდე მონაწილეა. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნესკავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები