სანდრო გეგეჭკორი ესპანური საკონცერტო მენეჯმენტ-სააგენტოს არტისტი გახდა

ნიჭიერი ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ესპანური საკონცერტო მენეჯმენტ-სააგენტოს არტისტი გახდა. მას ეყოლება პირადი აგენტი, რომელიც მის კონცერტებს დაგეგმავს მსოფლიო მასშტაბით. ამ ინფორმაციას თავად მუსიკოსი ავრცელებს სოციალურ ქსელში:

„მეგობრებო! დღეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი რამ მოხდა. გავხდი ესპანური  ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საკონცერტო მენეჯმენტ-სააგენტოს არტისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეყოლება პირადი აგენტი, რომელიც დაგეგმავს ჩემს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით.

დიდი მადლობა

Thank you to CarolinaBellver – Manager for this amazing opportunity!“, – წერს სანდრო გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულია. მან საფინალო ტურში პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა და პირველი პრემია და მსმენელის სპეციალური პრიზი დაიმსახურა, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა. სანდროს პირველ პრემიასთან ერთად  ფულადი ჯილდოც (25000 €) გადაეცა.

„მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიგეგმა საკონცერტო პროგრამა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები