კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯაზ-კვარტეტი “Vulcanized” კონცერტს გამართავს

დღეს, 20:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, XXV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”  გაიხსნება კონცერტით – ჯაზის საღამო, სადაც ჯაზ-კვარტეტს “Vulcanized”-ს შეხვდებით.

ეს უახლესი, ტრანსკონტინენტური კოლაბორაცია აერთიანებს სახელგანთქმულ შვეიცარიელ დრამერს ფლორიან არბენცს; კუბელ, ბრწყინვალე ძმებს მაიკელ ვისტელსა (საქსი) და ხორხე ვისტელს (საყვირი); და ფრანგ, ლეგენდარულ ბასისტ ფრანსუა მოუტინს. ფლორიან არბენცმა ძმები ვისტელები ჰავანაში სწავლის დროს გაიცნო, დაახლოებით 25 წლის წინ. ისინი მოგვიანებით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, შესანიშნავი საქსოფონისტის გრეგ ოსბის დამსახურებით. “მართალია, მე არ მინდოდა ამ ჯგუფში ფორტეპიანო, მაგრამ, რადგან გვყავს არაჩვეულებრივი ბასისტი ფრანსუა მოუტინი, რომელსაც აქვს უნარი სრულად მოიცვას ფართო დიაპაზონი თავისი გასაოცარი ვირტუოზულობით მისი საჭიროება უბრალოდ არც არის” – ამბობს არბენცი.

ერთმანეთში ჰარმონიულად შერწყმული მუსიკოსები, ძალიან კარგად ფლობენ სხვადასხვა ჟანრს მათ შორისაა: ეთნო, კუბური და დასავლეთ აფრიკული მუსიკა; და რა თქმა უნდა – ჯაზის ტრადიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები