25-26 ნოემბერს ფინეთის ქალაქ ესპოში გრან – პრის სერიის მეექვსე ეტაპი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში

25-26 ნოემბერს  ფინეთის  ქალაქ  ესპოში  გაიმართება  გრან-პრის  სერიის ბოლო, მეექვსე  ეტაპი  ფიგურულ  ციგურაობაში, სადაც   ცნობილი   გახდება გრან-პრის  ფინალში  გასულ  მოციგურავეთა საბოლოო  შემადგენლობა. გრან-პრის  ფინალში, რომელიც 7-11  დეკემბერს  იტალიის  ქალაქ  ტურინში  ჩატარდება, მონაწილეობას  მიღების უფლებას  მოიპოვებს  ეტაპების  მიხედვით საუკეთესო  შედეგის  მქონე  6  რეიტინგული  სპორტული  წყვილი, ერთეული მოციგურავე  მამაკაცი და  ქალი,  მოცეკვავე  წყვილი.

ფინეთის  ეტაპზე  იასპარეზებენ  მორის  ყვითელაშვილი, ანასტასია  გუბანოვა  და  მეტელკინა-პარკმანის  სპორტული  წყვილი.

ეტაპების მიმდინარე  შედეგების  გათვალისწინებით, ფინალში  გასვლის  შანსს  ინარჩუნებენ ანასტასია  მეტელკინა  და  დანიილ პარკმანის  წყვილი, რომელთაც ფინალური  საგზურისათვის ესპოში  სულ  ცოტა მე-2  ადგილი  დასჭირდებათ  იტალიელ  წყვილებზე  უპირატესობის  გათვალისწინებით. ანასტასია  გუბანოვამ  კი  ფინალში გასვლისათვის    მე-2  პოზიცია მაინც უნდა  აჩვენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები