უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის (Stipendium hungaricum) ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის (Stipendium hungaricum) ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

„პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30;
  • მაგისტრატურა – არაუმეტეს 30;
  • დოქტორანტურა – არაუმეტეს 10;
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5;
  • ტრენინგ კურსები (3-10 თვის ხანგრძლივობის) – 5.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის, საკონკურსო ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები