მაიკლ ბენგმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო სპიკერმა მაიკლ ბენგმა მასტერკლასი „ოქროს სამეული სტუმარმასპინძლობისთვის“ გამართა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

მათი თქმით, მასტერკლასში ტურიზმის სფეროს 300 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ღონისძიებას განთავსების ობიექტების, ტურისტული ასოციაციების, კვების ობიექტების, საქმიანი ტურიზმის კომპანიების წარმომადგენლები, ტუროპერატორები და გიდები ესწრებოდნენ.

მაიკლ ბენგის მასტერკლასი გუნდურ მუშაობას, გაყიდვებსა და მომსახურებას მოიცავდა. ტრენინგის მიზანია ტურიზმის სფეროში სერვისისა და გაყიდვების გაუმჯობესება, მომსახურების სფეროში ადამიანური რესურსის შენარჩუნება და მართვა.

მაიკლ ბენგმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი 2019 წელსაც გამართა.

მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, მომსახურებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. ბენგი ცნობილია საავტორო პროგრამებით, რომელიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს დროის ეფექტურ მართვას და კლიენტთა მომსახურებას. მაიკლ ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს კომპანიებში: Panasonic,Toyota,Volvo,Nestle,Unilever,Heineken.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები