უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა

150 წელი შესრულდა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის დაბადებიდან – ერში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე დაიბადა 1872 წლის 2 ნოემბერს (ახ.სტ. 15 ნოემბერი) კახეთში, სოფ. ყანდაურაში.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული მოსე მექვაბიშვილი მოსკოვში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ამგვარად ახასიათებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამეს:
“მელქისედეკ III პრინციპული ადამიანია… იგი გამოდის სხვადასხვა კონფერენციაზე მთელს მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად. მელქისედეკ III ერკვევა საერთაშორისო მოვლენათა საკითხებში. კითხულობს ყველა რესპუბლიკურ გაზეთსა და ჟურნალს… იგი სხვებზე მაღლა აყენებს თავის ნაციას და ტაძრების გახსნის გადაწყვეტისას ცდილობს, გახსნას მეტი ქართული ტაძარი და ჩემთან საუბარში გამოხატა შიში, რომ ჩვენთან მორწმუნე ქართველები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსები, რის გამოც საქართველოს ეკლესიამ შესაძლოა დაკარგოს ავტოკეფალია. მელქისედეკ III რეპრესირებული არ ყოფილა (საქ. საპ. არქ; ს. N 2718, გამოქვეყნებულია პროფ. ს. ვარდოსანიძის მიერ 2017 წელს).
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამისა!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები