საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში თამარ ბარდაველიძე-თორეს კლასის კონცერტი გაიმართა

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში, პროექტის “სიყვარულით საქართველოში” ფარგლებში, თურქეთში მოღვაწე ქართველი პიანისტის და პედაგოგის თამარ ბარდაველიძე-თორეს კლასის კონცერტი – “ქართული საფორტეპიანო მინიატურის საღამო” გაიმართა.

კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები.

წინა დღეებში პროექტში მონაწილე მოსწავლეები შეხვდნენ ქართველ კომპოზიტორებს – კახა ცაბაძეს და გიორგი შავერზაშვილს, რომლებმაც ბავშვებს მასტერკლასები ჩაუტარეს.

„უღრმესი მადლობა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს მხარდაჭერისთვის და ჩვენს ძვირფას კომპოზიტორებს საოცარი მასტერკლასებისთვის! უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ ანკარაში ჩემი მოსწავლეები“, – განაცხადა თამარ ბარდაველიძე-თორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები