აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა იორდანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას ავითარებს

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას ინიციატივითა და იორდანიაში ბიზნეს პალატის საპატიო კონსულის – აჰმედ აბუზაიდის მხარდაჭერით, იორდანიასა და საქართველოს შორის როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, ოფიციალური ვიზიტი გაიმართა ამანის მუნიციპალიტეტის დირექტორის მოადგილის – ჰათემ სალეჰ ჰამლანსა და ბიზნეს პალატის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო სტრუქტურების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ აღნიშნული ვიზიტით მიღწეული შედეგები სამომავლო მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის შესახებ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის იორდანიასთან თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
„ჩვენთვის საინტერესოა იორდანიის ისტორიული წარსული, ეკონომიკური განვითარება და მრავალფეროვანი კულტურა. გვსურს მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა როგორც ეკონომიკური, ასევე – კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით,“ – განაცხადა დავით ცირდავამ.
იორდანიაში ბიზნეს პალატის საპატიო კონსულის, აჰმედ აბუზაიდის განცხადებით, მისთვის პატივია აღნიშნული თანამდებობა, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.


„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის 2023 წლის გეგმის მიხედვით, პრიორიტეტულია ახალი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მიმდინარე ვიზიტი. ვფიქრობ, ბიზნეს პალატამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი იტვირთა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური შესაძლებლობების სწორად გამოყენებას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი ერთდროულად მოიცავს როგორც საინვესტიციო, ასევე – სავაჭრო და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარებას. მინდა, აღვნიშნო, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კომპანიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების გამყარება წარმოადგენს. საქართველოსა და იორდანიას შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, პარტნიორობის ფარგლებში, უკვე გავმართეთ გაცნობითი სახის რამდენიმე შეხვედრა – მათ შორის, დიდი ამანის მუნიციპალიტეტის დირექტორის მოადგილესთან საზოგადოებრივი განვითარების საკითხებში, ჰათემ სალეჰ ჰამლანთან. ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ – კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობაზეც. ასევე, აღსანიშნავია იორდანიის მუზეუმის მენეჯერის მოადგილესთან, მაზენ ბულთაჯთან შეხვედრა, სადაც მთავარი აქცენტები იმ საერთო ღონისძიებების დაგეგმვაზე გაკეთდა, რომლებიც ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებს გულისხმობს,“ – განაცხადა აჰმედ აბუზაიდმა.
როგორც ბიზნეს პალატის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ აღნიშნა, გაცნობითი სახის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სავაჭრო სფეროში, კონკრეტული მიმართულებით დიდი ინტერესი გამოიკვეთა. ურთიერთანამშრომლობის შესახებ დეტალების შეთანხმებასთან დაკავშირებით, მორიგი ვიზიტი ნოემბერში გაიმართება.
აზიისა და სპარსეთის ყურის ბიზნეს პალატა 46 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის, საპატიო კონსულების სახით, ორგანიზაცია უკვე 14 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები