აჰმად რაზმაზარი პარაწოლჭიმში ევროპის ღია ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია

თბილისი მესამე დღეა მასპინძლობს  ევროპის ღია ჩემპიონატს პარაწოლჭიმში.

დღეს, აჰმად რაზმაზარი 80კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვიდა. ტიტულოვან მოწინააღმდეგეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ანახვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩვენი პარასპორტსმენი  ახლოს იყო ევროპის  რეკორდის დამყარებასთან,  რომელიც იტალიელს ერგო.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი  აგრძელებს ასპარეზობას თბილისის ევროპის ღია ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის წინასაკვალიფიკაციო  ეტაპია.

ტურნირი 29 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები