19 – 21 სექტემბერს ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 19 – 21 სექტემბერს, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი 19 სექტემბერს, 18:00 საათზე საერთაშორისო პერფორმერების წარმოდგენით გაიხსნება. 20 სექტემბერს, 11:00 – 13:00 საათზე, დაგეგმილია უცხოელი პერფორმერების მასტერკლასები, 15:00 საათიდან კი ღონისძიება ქართველი პერფორმერების წარმოდგენებით გაგრძელდება. პერფორმერები წარმოდგენილნი არიან საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან,  ფესტივალის ქართულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კი ქართველი პერფორმერები განაცხადის საფუძველზე შეირჩნენ.

ფესტივალის საზეიმო დახურვა 21 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო ჟიური გამოავლენს პრემიის „მე ვარ ვენახი“ გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრემია – 5000 ლარი.

ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალს თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი უმასპინძლებს, საზეიმო დახურვა და პრემიის „მე ვარ ვენახი“ გადაცემის ცერემონია კი „ალტერნატიულ  შემოქმედებით სივრცე  N12“- ში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები