სოფიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა  ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა.

ანდრო მარგიშვილი (92 კგ)   ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ირანელ  ამირჰოსეინ  ბიგლარ  ფიროუზპოურბანდპეის შეხვდა, დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა  მერაბ სულეიმანიშვილი (125 კგ), რომლის მეტოქეც აშშ-ს წარმომადგენელი  ნიკოლას დევიდ  ფელდმანი იყო. მან ორთაბრძოლა მოიგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე, ოთარ ადეიშვილმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა – თურქი ბექირ ტალიპ ოვეჩი 10-4 დაამარცხა და მედალი მოიპოვა.

ხვალიდან შეჯიბრებაში ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები