Red Bull Dance Your Style-ს, ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს ფინალს წელს ბათუმი უმასპინძლებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, Red Bull Dance Your Style-ს, ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს ფინალს წელს ბათუმი უმასპინძლებს.

მათივე ცნობით, 20 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბულვარში, კოლონადებთან, საქართველოს 16 საუკეთესო მოცეკვავე ერთმანეთს 1-1-ზე ბეთლში დაუპირისპირდება. მათგან მხოლოდ ერთი დაჯილდოვდება Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობით.

ჩემპიონატს უნიკალური ბეთლის ფორმატი აქვს, რადგან გულშემატკივრები წარმოადგენენ ჟიურის.

მოცეკვავეები მოულოდნელად გაჟღერებული მუსიკის ფონზე შეასრულებენ ნებისმიერი სტილის ქუჩის ცეკვას, ამავდროულად, ცეკვით მოახდენენ ჰიტის ინტერპრეტაციასა და აუდიტორიასთან ინტერაქციას.

ბეთლის გამარჯვებულს გულშემატკივრები გამოავლენენ წითელი და ლურჯი ბარათებით მინიჭებული ხმების რაოდენობით.

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე სამხრეთ აფრიკაში, მიიღებს მონაწილეობას.

Red Bull Dance Your Style 2022 წელს 33 ქვეყანას აერთიანებს. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები ერთმანეთს მსოფლიო გამარჯვებულის სტატუსისთვის 10 დეკემბერს, იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები