13 მონაწილე და 37 მედალი ძალოსანთა  ევროპის ჩემპიონატიდან

13 მონაწილე და 37 მედალი – ასეთია ქართველ ძალოსანთა მონაგარი პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა  ევროპის ჩემპიონატიდან.

კონტინენტის პირველობაზე მოასპარეზე ქართული გუნდის ცამეტივე წევრმა მედალი მოიპოვა.

ვაჟთა გუნდმა   ზურაბ ანთაურის  ხელმძღვანელობით ფენომენალური შედეგი აჩვენა,  მათ ანგარიშზე სხვადასხვა სინჯის 31 მედალია!

ბრწყინვალედ იასპარეზა გოგონათა გუნდმაც, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მონაწილე გოგონებმა 6 მედლის აღება შეძლეს!

ქართულ გუნდს პირველი მედლები მარიამ მაისურაძემ მოუტანა. ძალოსანმა  1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დებიუტანტმა  დიმიტრი აბრალავამ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ძალოსნის ანგარიშზე 1 ბრინჯაოსა და 2 ოქროს მედალია.

1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა მკერდი გიგა ოდიკაძემ.

ლერი ნეფარიძემ კი  1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი დაისაკუთრა.

მედლის მოპოვება შეძლო რევაზ მილდიანმაც, ძალოსანმა აკვრის ბრინჯაო მოიპოვა.

2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით იზეიმა ევროპის ჩემპიონობა ლევან ოჩიგავამ.

ბრწინვალედ იასპარეზა ნიკოლოზ ესართიამ. ძალოსანი  ევროპის  ჩემპიონი 3 ოქროს მედლით გახდა.

3 ვერცხლის მედალს დაეუფლა გივი დარსაველიძე.

გიორგი აბულაძემ კი 1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი მოიპოვა.

გერვასი თაბაგარმა შესანიშნავი ასპარეზობით ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა.

საბა ადამიამ კი 1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა  ირაკლი ვეკუამ. ძალოსანმა  ვაჟთა ჩემპიონატი 3 ოქროს მედლით დააგვირგვინა.

1 ვერცხლით და 2 ოქროთი დაასრულა საქართველოს ნაკრების გამოსვლა მარიამ მურღვლიანმა.

ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური

გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა

ნაკრები გუნდის მწვრთნელები: ბეჟან ჭიჭინაძე, დავით ხარატაშვილი

ფიზიო-თერაპევტი რუსლან ღიბრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები