ოთარ ადეიშვილმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სოფიაში დაწყებულ 20-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით, ათივე წონაში გამოდის, ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მომავალი მედალოსანი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. აშკარა უპირატესობით – 13-0 დაამარცხა ესპანელი გაბრიელ იგლესიას რამოსი. 13-8 მოუგო ყაზახ შამსატ ტაირს, მაგრამ ნახევარფინალში 6-9 დამარცხდა ირანელ სობჰან ჰუშანგ იარისთან და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა განაგრძო.

ადეიშვილმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა – თურქი ბექირ ტალიპ ოვეჩი 10-4 დაამარცხა და მედალი მოიპოვა.

იმავე დღესვე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ ლუკა ღვინჯილიას (57 კგ), გიგი ქურხულს (70 კგ) და ლუკა ხუჭუას (97 კგ), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ.

დღეს, 17 აგვისტოს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ანდრო მარგიშვილი (92 კგ), ლუკა ჩხიტუნიძე (74 კგ) და მერაბ სულეიმანაშილი (125 კგ) კი ბრინჯაოს ფინალებში იასპარეზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები